ახალი ამბები

2018-12-19 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაცია ბაქოს ესტუმრა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაცია აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს ეწვია.

აზერბაიჯანის ენერგეტიკული სისტემის ოპერატორ „აზერენერჯის“ ეგიდით გამართულ სამუშაო შეხვედაზე განხილული იქნა, საქართველოს ელექტრული ქსელების გავლით, აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ელექტროენერგიის ტრანზიტის უზრუნველყოფის ტექნიკური და კომერციული ასპექტები; აზერბაიჯანი-საქართველოს დამაკავშირებელი ახალი, ტრანსსასაზღვრო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის და ორი ქვეყნის ენერგოსისტემების ოპერატიული თანამშრომლობის სხვა საკითხები. მხარეებმა ასევე იმსჯელეს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ელექტროენერგიის მიწოდების სქემების გაუმჯობესებასა და გადადინებების მოცულობების გაზრდის შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ დავით თვალაბეიშვილმა და „აზერენერჯის“ პრეზიდენტმა ბაბა რზაევმა ხელი მოაწერეს განზრახულობათა მემორანდუმს, რომელიც ორ ქვეყანას შორის ელექტროენერგეტიკული კავშირების განვითარების ღონისძიებებს ითვალისწინებს.

კომპანიების ხელმძღვანელებს შორის მიღწეულ იქნა პრინციპული შეთანხმება „აზერენერჯი“-სა და სსე-ს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული, მუდმივმოქმედი სამუშაო კომისიის ჩამოყალიბებისა და თანამშრომლობის აქტივაციის თაობაზე.

GSE-vizit-to-baku-resize.jpgbaku-resize.jpg

კომუნიკაცია