2018-06-15
სასისტემო-ავარიული ვარჯიში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა-ში
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრში მორიგი სასისტემო ავარიული ვარჯიში ჩატარდა, რომელშიც სსე-ის მორიგე-ოპერატიული პერსონალისა და დისპეტჩერების გარდა, „თელასი“-ს, „ვარციხეჰესი“-ს და „გარდაბნის თბოსადგური“-ს პერსონალი მონაწილეობდა.
სწავლების პროცესში, ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა იმიტირებული სასისტემო ავარია წარმატებით აღმოფხვრეს.
აღნიშნული პრაქტიკული მეცადინეობები ენერგეტიკული ორგანიზაციების პერსონალის კოორდინირებული მუშაობის უნარების დაუფლებას და სხვადასხვა ხარვეზების აღმოფხვრას ემსახურება და მისი ჩატარების მიზანს ქვეყნის ენერგეტიკული სტაბილურობისა და საიმედოობის ზრდა წარმოადგენს.