2018-09-29
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე
დღეს, 29 სექტემბერს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ ვაკის პარკში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ, სამეცნიერო პიკნიკში მიიღო მონაწილეობა.
მთელი დღის განმავლობაში, 40-მდე კარავში საინტერესო ექსპერიმენტებს ატარებდნენ მეცნიერების პოპულარიზაციის ჯგუფები. დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქვეყნის ენერგომომარაგების სქემას, რომელიც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კარავში დადგმულ, მართვის ფარის მაკეტზე იყო ასახული. სსე-ს ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრში არსებული მართვის ფარი პასუხისმგებელია ქვეყნის ელექტროენერგეტიკულ მართვაზე, სწორედ მისი მეშვეობით ხორციელდება საქართველოს შეუფერხებელი ენერგომომარაგება.
უყურადღებოდ არც სამეცნიერო პიკნიკის ყველაზე პატარა სტუმრები დარჩენილან: „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ნათურის ფორმის მასკოტი ღონისძიებაზე მისულ ბავშვებს ელექტროენერგეტიკულ თემაზე შექმნილ, გასაფერადებელ ზღაპარს სთავაზობდა.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს იმ ტიპის ღონისძიებებში, რომელთა მთავარი მიზანი საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და ახალ თაობაში ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციაა, რადგან თანამედროვე მსოფლიო ელექტროენერგეტიკული დარგის განვითარების გარეშე წარმოუდგენელია!
მეცნიერება სახალისოა!
ჩვენ მოგვაქვს თქვენთან სინათლე!