ახალი ამბები

2018-10-18 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ დავით თვალაბეიშვილი უხელმძღვანელებს

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ სსე-ს თანამშრომლებს კომპანიის ახალი ხელმძღვანელი დავით თვალაბეიშვილი წარუდგინა, ახალ მმართველს წარმატება უსურვა, ხოლო სულხან ზუმბურიძეს 11-წლიანი თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

დავით თვალაბეიშვილი სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა მსოფლიო ბანკის პროექტების კოორდინატორად სამხრეთ კავკასიაში, ასევე ფონდის „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს" და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ენერგეტიკული პროექტების მენეჯერად, 2012 წლიდან კი „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ ხელმძღვანელობდა. მისი მმართველობის პერიოდში, კომპანიაში მასშტაბური პროექტები განხორციელდა, რის შედეგადაც „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ ენერგეტიკულ სუბიექტებს შორის ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიად იქცა.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ წარმატებებს უსურვებს ახალ ხელმძღვანელს!

tvalabeishvilis wardgineba-1-resize.jpgtvalabeishvilis wardgineba-2-resize.jpgtvalabeishvilis wardgineba-3-resize.jpgtvalabeishvilis wardgineba-4-resize.jpg

კომუნიკაცია