2018-09-28
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრში მორიგი სასისტემო ავარიული ვარჯიში ჩატარდა
დღეს, 28 სექტემბერს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრში მორიგი სასისტემო ავარიული ვარჯიში ჩატარდა, რომელშიც სსე-ს მორიგე-ოპერატიული პერსონალისა და დისპეტჩერების გარდა, სხვადასხვა ენერგეტიკული ორგანიზაციების: „ენგურჰესის“, „ენერგო-პრო ჯორჯიას“, „თელასის“ და „გარდაბნის აირტურბინული ელექტროსადგურის“ თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.
სწავლების პროცესში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის დისპეტჩერებმა და მორიგე-ოპერატიულმა პერსონალმა, სხვა ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, იმიტირებული სასისტემო ავარია წარმატებით აღმოფხვრეს.
პრაქტიკული მეცადინეობები ენერგეტიკული ორგანიზაციების პერსონალის კოორდინირებული მუშაობის უნარების დაუფლებას და სხვადასხვა ხარვეზების აღმოფხვრას ემსახურება და მისი ჩატარების მიზანს ქვეყნის ენერგეტიკული სტაბილურობისა და საიმედოობის გაზრდა წარმოადგენს.