ახალი ამბები

2018-07-03 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულები კომპანიაში დასაქმდნენ

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ახალგაზრდა სპეციალისტების სწავლება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი სტუდენტთა კიდევ ერთმა ჯგუფმა დაასრულა, რომელსაც პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობები სსე-ს სასწავლო ცენტრში ერთი წლის განმავლობაში უტარდებოდა. 22 კურსდამთავრებული სსე-ს სხვადასხვა რეგიონულ ქსელში, დეპარტამენტსა და ქვესადგურში დასაქმდება.

დაჯილდოების ცერემონიაზე, სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები სსე-ს მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ გადასცა.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” აღნიშნულ პროგრამას 2005 წლიდან ახორციელებს. ამ პერიოდის განმავლობაში, სწავლება-გადამზადების კურსი 250-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა, საიდანაც 80%-ზე მეტი სსე-ში დასაქმდა.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრი, ყოველგვარი ფინანსური სარგებელის გარეშე, საშუალებას აძლევს მომავალ ენერგეტიკოსებს, ფეხი აუწყონ თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს, აიმაღლონ კვალიფიკაცია და დასაქმდნენ ერთ-ერთ მოწინავე ენერგეტიკულ კომპანიაში.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 2018 წლის შემოდგომაზე სტუდენტთა ახალ ნაკადს მიიღებს.

 

rsz_kursdamtavrebulebis-dajildoeba-2018-1-small.jpgrsz_kursdamtavrebulebis-dajildoeba-2018-2-small.jpgrsz_kursdamtavrebulebis-dajildoeba-2018-3-small.jpgrsz_kursdamtavrebulebis-dajildoeba-2018-4-small.jpg

კომუნიკაცია