ახალი ამბები

2018-10-03 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ პროგრამა AGORA-ს პრეზენტაცია გაიმართა

დღეს, 3 ოქტომბერს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისს, ესპანური საკონსულტაციო კომპანიის AIA GRUPO-ს წარმომადგენლები ესტუმრნენ.

AIA ჯგუფის კონსულტანტმა სსე-ს თანამშრომლებს წარუდგინა პრეზენტაცია ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის (AGORA) შესაძლებლობების შესახებ.

პრეზენტაციაში განხილული იყო ჩამქრალი სისტემის ნულიდან აღდგენის, გადატვირთვების მართვის და სისტემის მუშაობის ოპტიმიზაციის საკითხები საქართველოს ენერგოსისტემის მოდელზე.

ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებას შეუძლია, მნიშვნელოვნად გაზარდოს ენერგოსისტემის მდგრადობა და საიმედოობა, შეამციროს სისტემის აღდგენის დრო და დახმარება გაუწიოს დისპეტჩერებს სისტემის ოპტიმალურ მართვაში.

rsz_agora-presentation-3.jpgrsz_1agora-presentation-1.jpgrsz_agora-presentation-2.jpgrsz_agora-presentation-4.jpg

კომუნიკაცია