ახალი ამბები

2018-09-21 

სულხან ზუმბურიძე კომპანიის რეგიონის თანამშრომლებს შეხვდა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ კომპანიის რეგიონის თანამშრომლებს სამომავლო გეგმები და პროექტები გააცნო.

სსე-ში ბევრი, ქვეყნისთვის საჭირო პროექტი მიმდინარეობს, ვითარდება შიდა ქსელი, ქსელს უერთდება ახალი გენერაციის წყაროები, სამომავლოდ კი დაგეგმილია მასშტაბური პროექტები, რომლებიც მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის საექსპორტო და სატრანზიტო პოტენციალს.

მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში ერთმანეთისგან გაიმიჯნა გადამცემ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული, მიმდინარე საქმიანობისა და სამშენებლო პროექტები.

„ჩვენი კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, დადგა დრო, როცა სწორედ დღეს უნდა ვუპასუხოთ მომავლის გამოწვევებს. მალე დაიწყება ქვეყნის ენერგეტიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტები, ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ძველისგან რადიკალურად განსხვავებული ენერგოსისტემა და ამ საქმეში ჩემი, თქვენი, თითოეული თანამშრომლის როლი ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა სულხან ზუმბურიძემ.

rsz_zumburidze-regionis-tanamshromlebs-shexvda-1.jpgrsz_zumburidze-regionis-tanamshromlebs-shexvda-2.jpgrsz_zumburidze-regionis-tanamshromlebs-shexvda-3.jpgrsz_zumburidze-regionis-tanamshromlebs-shexvda-4.jpgrsz_zumburidze-regionis-tanamshromlebs-shexvda-5.jpg

კომუნიკაცია