ახალი ამბები

2018-12-20 

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების ვიზიტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს, შემეცნებითი ტურის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები ესტუმრნენ.

სტუდენტებმა მოინახულეს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში მდებარე ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, სადაც ჩაუტარდათ მცირე ლექცია ენერგეტიკაზე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში. ეროვნული სადისპეტჩეროს შემდეგ, სტუდენტებმა ნავთლუღის ქვესადგური დაათვალიერეს.

ენერგეტიკული მდგრადობა ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერისთვის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს. ახალგაზრდა კადრების მოზიდვა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის განმსაზღვრელი ნაწილია. სსე ცდილობს, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გააცნოს კომპანია, მიმდინარე მასშტაბური პროექტები და თანამედროვე ტექნოლოგიები, დიდ ყურადღებას უთმობს ენერგეტიკისა და მონათესავე ფაკულტეტების კურსდამთავრებულებს, აძლევს მათ საშუალებას, სსე-ს სასწავლო ცენტრში სრულიად უფასოდ გაიარონ სტაჟირების პროგრამა და შემდგომ კი კომპანიაში დასაქმდნენ.

teqnikuri-universitetis-studentebi-sseshi-1-resize.jpgteqnikuri-universitetis-studentebi-sseshi-2-resize.jpgteqnikuri-universitetis-studentebi-sseshi-3-resize.jpgteqnikuri-universitetis-studentebi-sseshi-4-resize.jpgteqnikuri-universitetis-studentebi-sseshi-5-resize.jpgteqnikuri-universitetis-studentebi-sseshi-6-resize.jpg

კომუნიკაცია