ახალი ამბები

2018-01-10 

ტრენინგი დიაგნოსტიკის სამსახურის თანამშრომლებისთვის

2018 წლის 8-10 იანვარს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დიაგნოსტიკის სამსახურის თანამშრომლებისთვის სამდღიანი ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგის ფარგლებში, ებრაული კომპანია OFIL-ის წარმომადგენელმა სევა ოსტროვმა სსე-ს თანამშრომლებს ახალი, ბოლო მოდიფიკაციის კორონიზაციის ხელსაწყოს გამოყენების წესები გააცნო, რომელიც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ დიაგნოსტიკის სამსახურისთვის შეიძინა.

აღნიშნული ხელსაწყო გამოიყენება მაღალი ძაბვის მოწყობილობებზე კორონიზაციისა და ელექტრორკალის განმუხტვების მოსაძებნად და ქსელის ინსპექტირებისათვის. მისი საშუალებით, სსე-ს ბალანსზე არსებულ ქვესადგურებსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე მინიმუმამდე იქნება დაყვანილი შესაძლო ავარიების რიცხვი და შესაძლებელი გახდება მათი პრევენცია..

treningi 10-01-18-1.jpgtreningi 10-01-18-2.jpgtreningi 10-01-18-3.jpgtreningi 10-01-18-4.jpg

კომუნიკაცია