ახალი ამბები

2019-10-29 

HR დეპარტამენტების წარმომადგენლების შეხვედრა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი კომპანიების ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტების წარმომადგენლებისთვის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილი სტუმრებს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამომავლო ხედვასა და სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობაზე ესაუბრა. სსე-ის ადამიანური რესურსებისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსმა მიხეილ ზიბზიბაძემ თავის პრეზენტაციაში ისაუბრა სსე-ის როლზე ქვეყნის განვითარების საქმეში, მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე, ასევე კომპანიის ხედვაზე ორგანიზაციული განვითარების კუთხით. მისი თქმით, კომპანია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორგანიზაციულ განვითარებას, რადგან „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“, როგორც პროგრესულად განვითარებადი კომპანიისთვის, მთავარ ღირებულებას თანამშრომელი წარმოადგენს.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა მოინახულეს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და იქ დამონტაჟებული, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე. ასევე, კომპანიების წამომადგენლები ეწვივნენ ნავთლუღის ქვესადგურში განთავსებულ სასწავლო ცენტრს, სადაც ენერგეტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ სრულიად უფასოდ გაიარონ სტაჟირების პროგრამა და შემდგომ კომპანიაში დასაქმდნენ. მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს შეუწყობს სხვადასხვა უწყებას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას.

HR-departamentebis-warmomadgenlebis-Sexvedra-sse-Si-1-small.jpgHR-departamentebis-warmomadgenlebis-Sexvedra-sse-Si-2-small.jpgHR-departamentebis-warmomadgenlebis-Sexvedra-sse-Si-3-small.jpgHR-departamentebis-warmomadgenlebis-Sexvedra-sse-Si-4-small.jpgHR-departamentebis-warmomadgenlebis-Sexvedra-sse-Si-5-small.jpgHR-departamentebis-warmomadgenlebis-Sexvedra-sse-Si-6-small.jpgHR-departamentebis-warmomadgenlebis-Sexvedra-sse-Si-7-small.jpgHR-departamentebis-warmomadgenlebis-Sexvedra-sse-Si-8-small.jpg

კომუნიკაცია