ახალი ამბები

2019-12-24 

შეხვედრა ანკარაში ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის თემაზე

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, „თურქეთის ელექტროენერგიის გადამცემი კორპორაციის“ (თეიაშის) სათავო ოფისში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ და „თეიაშის“ წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ძირითად მიზანს საქართველოსა და თურქეთს შორის სისტემათაშორისი ხაზების გამტარუნარიანობის განაწილების არსებული პროცედურების და მათი ENTSO-E-ს წესებთან ჰარმონიზაციის საკითხების განხილვა წარმოადგენდა.

თურქული მხარის მიერ გაკეთდა პრეზენტაციები თურქეთ-საბერძნეთისა და თურქეთ-ბულგარეთის მაგალითზე გამტარუნარიანობის განაწილების კუთხით არსებულ წესებსა და პროცედურებზე, გადამცემი სისტემის ოპერატორებთან მუშაობის პრაქტიკაზე და კომპენსაციის მექანიზმებზე. ქართული მხარის მიერ გაკეთებულ პრეზენტაციაში საუბარი შეეხო ტრანსასაზღვრო ხაზების განაწილების მოქმედ წესებსა და პროცედურებს, ასევე ტექნიკურ ოპერატორებს შორის არსებული პროცედურების დახვეწის საკითხებს.

საქართველოსა და თურქეთის გადამცემი სისტემის ოპერატორებს შორის გაფორმებული ურთიერთდაკავშირების ოპერირების ხელშეკრულების ENTSO-E-ს სტანდარტებთან ჰარმონიზაციის კუთხით, მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში გაგრძელდება. შეხვედრაზე ხელი მოეწერა ოქმს, რომლის საფუძველზეც მხარეები, ერთობლივი აუქციონის მეშვეობით, გამტარუნარიანობის განაწილების შესაძლებლობებზეც იმსჯელებენ.

Sexvedra-ankaraSi-eleqtroenergiiT-transsasazRvro-vaWrobis-Temaze-1-small.jpgSexvedra-ankaraSi-eleqtroenergiiT-transsasazRvro-vaWrobis-Temaze-2-small.jpgSexvedra-ankaraSi-eleqtroenergiiT-transsasazRvro-vaWrobis-Temaze-3-small.jpg

კომუნიკაცია