ახალი ამბები

2019-04-12 

დავით თვალაბეიშვილი ენერგეტიკულ კონფერენციას დაესწრო

დღეს, 12 აპრილს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე დავით თვალაბეიშვილი სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ „USAID ენერგეტიკის პროგრამის“ ფარგლებში გამართულ ენერგეტიკულ კონფერენციას დაესწრო. კონფერენციის ძირითად თემას წარმოადგენდა „კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოება ენერგეტიკული ბაზრის გახსნის პირობებში“.

კონფერენციას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) და საქართველოს ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ გახსნა.

თავის გამოსვლაში, დავით თვალაბეიშვილმა განიხილა ენერგეტიკული უსაფრთხოების აუცილებლობა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“, ის ასევე შეეხო „USAID ენერგეტიკის პროგრამის“ მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის.

კონფერენციაზე განიხილეს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების წარსული, აწმყო, მომავალი, საინფორმაციო რესურსები ენერგეტიკული უსაფრთხოების პრობლემების მოსაგვარებლად. დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელობაზე , რომელიც მდგრადი და საიმედო ენერგოქსელის ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

daviT-TvalabeiSvili-energetikul-konferencias-daeswro-1-small.jpgdaviT-TvalabeiSvili-energetikul-konferencias-daeswro-2-small.jpg

კომუნიკაცია