ახალი ამბები

2019-10-10 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ ხარისხის მართვის სისტემის ზედამხედველობის აუდიტი გაიარა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ წარმატებით გაიარა ხარისხის მართვის სისტემის ზედამხედველობის ყოველწლიური აუდიტი, ISO 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად, რომლის შედეგების საფუძველზე, კომპანიას კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივდა აღნიშნული სერტიფიკატის მოქმედება. აუდიტორული სამუშაოები აუდიტისა და სერტიფიცირების საერთაშორისო კომპანია DQS-ის აუდიტორების (უკრაინის ოფისი) მიერ განხორციელდა.
ხარისხის მართვის სამწლიანი სერტიფიკატი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს პირველად, 2014 წელს მიენიჭა. 2017 წელს, ხელახალი რესერტიფიცირების მიზნით, გერმანული კომპანიის DQS GmbH აუდიტორებმა შეამოწმეს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საქმიანობის შესაბამისობა ISO 9001:2015 სტანდარტის ახალი ვერსიის მოთხოვნებთან და დასკვნის საფუძველზე, კომპანია DQS GmbH-მა სამწლიანი სერტიფიკატი გასცა, რომელიც ყოველწლიურად, ზედამხედველობის ორი აუდიტის ჩატარებას გულისხმობდა.
სსე-მ დაადასტურა, რომ კომპანია მუდმივად ითვალისწინებს დაინტერესებული მხარეების მოთხოვნებს, მუშაობს მომსახურების გაუმჯობესებაზე, უსაფრთხოების ნორმებისა და გარემოს დაცვითი მოთხოვნების გათვალისწინებით. სრულყოფს კომპანიის ინფრასტრუქტურას, აფასებს რისკებს და შესაძლებლობებს, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა იქონიონ სსე-ის მიერ გაწეული მომსახურებისა და დაინტერესებული მხარეების კმაყოფილების ხარისხზე.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საქართველოში პირველი ენერგეტიკული ორგანიზაციაა, რომელიც აღნიშნულ სერტიფიკატს ფლობს.

ISO small1.jpgISO small2.jpgISO small3.jpgISO small4.jpgISO small5.jpg

კომუნიკაცია