ახალი ამბები

2019-10-08 

KfW-ს მმართველთა საბჭოს წევრის სტეფან ოპიცის ვიზიტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მმართველთა საბჭოს წევრი სტეფან ოპიცი და სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილი სტუმრებს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის, ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის მიხედვით დაგეგმილი პროექტების მნიშვნელობასა და კომპანიის სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა მოინახულეს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე, გადამცემი ობიექტების გამართულ მუშაობასა და ენერგოსისტემის მდგრადობაზე.
გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მასშტაბური მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები ხორციელდება, როგორც ქსელის გაჯანსაღების, ასევე ქვესადგურების რეაბილიტაციის კუთხით. სამომავლოდ, იგეგმება ტრანსსასაზღვრო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რაც კიდევ უფრო საიმედოს გახდის ქვეყნის ენერგომომარაგებას და ხელს შეუწყობს ექსპორტ-იმპორტის განხორციელებას.

KFW small 1.jpgKFW small 2.jpgKFW small 3.jpgKFW small 4.jpgKFW small 5.jpg

კომუნიკაცია