2019-09-27
სასისტემო ავარიული ვარჯიში
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” სასწავლო ცენტრში მორიგი სასისტემო ავარიული ვარჯიში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დისპეტჩერებმა და მორიგე ოპერატიულმა პერსონალმა, ასევე „თელასის“, „ენერგო-პრო ჯორჯიას“, „გარდაბნის თბოსადგურის“, „ვარციხეჰესის კასკადის“, „ენერგოტრანსის“ და სხვა ენერგეტიკული ორგანიზაციების თანამშრომლებმა.
სწავლების პროცესში სსე-ის ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის დისპეტჩერებმა და მორიგე-ოპერატიულმა პერსონალმა, სხვა ენერგეტიკული კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, მოახდინეს იმიტირებული სასისტემო ავარიის აღმოფხვრა. ვარჯიში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” სასწავლო ცენტრში ყოველკვარტალურად ტარდება და ემსახურება ენერგეტიკული ორგანიზაციების პერსონალის კოორდინირებული მუშაობის უნარების დაუფლებას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას.
შემდეგი სასისტემო ავარიული ვარჯიში დეკემბრის თვეშია დაგეგმილი.