2019-10-17
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში სატრანსფორმატორო პარკის განახლება მიმდინარეობს
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სატრანსფორმატორო პარკს წლის ბოლომდე რვა ახალი ტრანსფორმატორი და ავტოტრანსფორმატორი შეემატება, რომლებიც ქვესადგურებში: „ხორგა-220“, „ბათუმი-220“, „ნავთლუღი-220“ და „გურჯაანი-220“ განთავსდება.
უკვე დასრულდა ხორგისა და გარდაბნის ქვესადგურებში ტრანსფორმატორის მონტაჟის სამუშაოები. ამ ეტაპზე, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს 125 მვა სიმძლავრის ავტოტრანსფორმატორისა და 63 მვა სიმძლავრის ორი ტრანსფორმატორის სამონტაჟო სამუშაოები ბათუმის ქვესადგურში, ხოლო დანარჩენი მოწყობილობები ნავთლუღისა და გურჯაანის ქვესადგურებში დეკემბრის ბოლომდე დამონტაჟდება.
ტრანსფორმატორების და ავტოტრანსფორმატორების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მნიშვნელოვნად ამაღლდება შესაბამისი რეგიონების და მთლიანად ქვეყნის ენერგოსისტემის მდგრადობა, მომხმარებლები უზრუნველყოფილნი იქნებიან უწყვეტი, ხარისხიანი და სტაბილური ელექტრომომარაგებით. გაჩნდება ახალი მომხმარებლების ელექტროენერგეტიკულ ქსელზე მიერთების შესაძლებლობებიც, რაც ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურული თუ სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.