ახალი ამბები

2019-12-20 

შეხვედრები ენერგოსექტორში მიმდინარე ახალი რეფორმების ფარგლებში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მხარდაჭერა ენერგოსექტორში მიმდინარე ახალი რეფორმების განხორცილების მიზნით“ ფარგლებში, სამდღიანი სემინარი გაიმართა. აღნიშნულ პროექტს კომპანიათა კონსორციუმი Elia Grid International და LDK ახორციელებენ.
სემინარში მონაწილეობა მიიღეს სსე-ის თანამშრომლებმა, რომლებიც მიერთების, საოპერაციო უსაფრთხოებისა და სისტემის დაგეგმარების საკითხებზე მუშაობენ. სამუშაო შეხვედრებზე განიხილეს მაღალი ძაბვის მუდმივ დენზე მიერთებების საკითხები, საოპერაციო მეთოდოლოგიების დაგეგმარებისა და განხორციელების მეთოდები და ენერგეტიკული სისტემის ოპერირების დაგეგმვის პრინციპები ENTSO-E-ს მოდელთან მიმართებაში.
სამუშაო შეხვედრების მთავარ მიზანს ევროპის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით, სსე-ის თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარება წარმოადგენდა.

akhali reformebis farglebshi large1.jpgakhali reformebis farglebshi large2.jpgakhali reformebis farglebshi large3.jpgakhali reformebis farglebshi large4.jpg

კომუნიკაცია