ახალი ამბები

2019-10-30 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” დელეგაციის ვიზიტი ხორვატიასა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ხორვატიასა და ბოსნია-ჰერცოგოვინას ეწვია.

ხორვატიაში გამართული სამუშაო შეხვედრების მთავარ მიზანს ელექტროენერგეტიკული სისტემების კუთხით დაგროვილი გამოცდილებისა და არსებული გამოწვევების ურთიერთგაზიარება წარმოადგენდა. მხარეებმა ერთმანეთს წარუდგინეს პრეზენტაციები ელექტროსისტემის დაგეგმვის, მოწყობისა და მართვის წესების შესახებ. სსე-ს წარმომადგენლებმა მოინახულეს ცენტრალური და რეგიონული სადისპეტჩერო ცენტრები, გაეცნენ SCADA-ს სისტემის ენერგეტიკული მოდულების ფუნქციონირების პრინციპებს და დაათვალიერეს ხორვატიის 400 კვ-იანი ქვესადგური „ნერავინეცი“.

ქართული დელეგაცია ასევე დაესწრო ბოსნია და ჰერცოგოვინაში გამართულ, CIGRE SEERC-ის რეგიონალური ელექტროენერგეტიკული გაერთიანების შეხვედრას, რომლის მთავარ თემას 2030 წლისთვის ელექტროენერგეტიკული სექტორის ეროვნული სტრატეგიების განხილვა წარმოადგენდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ თემებზე, როგორებიცაა განახლებადი ენერგიების ქსელთან ინტეგრაცია, ენერგოეფექტურობა, ბაზრის ლიკვიდურობა და კონკურენცია.

sse-s-delegaciis-viziti-xorvatiasa-da-bosnia-hercogovinaSi-2-small.jpgsse-s-delegaciis-viziti-xorvatiasa-da-bosnia-hercogovinaSi-3-small.jpgsse-s-delegaciis-viziti-xorvatiasa-da-bosnia-hercogovinaSi-1-small.jpg

კომუნიკაცია