ახალი ამბები

2019-04-08 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კუთვნილ ქვესადგურში დადგმული სიმძლავრე გაიზარდა

ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარების აუცილებლობიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ დედაქალაქში ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელი წლიდან-წლამდე იზრდება, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ ქვესადგურის „გლდანი-220“ დადგმული სიმძლავრე გაზარდა.

ქვესადგურში არსებული ორი 125 მვა ავტოტრანსფორმატორის ნაცვლად, დამონტაჟდა 2 ცალი 200 მვა ავტოტრანსფორმატორი, ხოლო 16 მვა ტრანსფორმატორები ჩანაცვლდა 40 მეგავატიანი ორი ტრანსფორმატორით.

პროექტის განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზრდება დედაქალაქის ენერგოქსელის საიმედოობა და მომხმარებლები უზრუნველყოფილნი იქნებიან უწყვეტი, ხარისხიანი და სტაბილური ელექტრომომარაგებით.

ქვესადგური "გლდანი– 220" „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კუთვნილ ქვესადგურებს შორის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ქვესადგურია. მისი საშუალებით ხორციელდება დედაქალაქის უმეტესი ნაწილის ენერგომომარაგება.

gldanis-simzlavre-gaizarda-1-small.jpggldanis-simzlavre-gaizarda-2-small.jpg

კომუნიკაცია