2019-07-02
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სატრანსფორმატორო პარკის განახლება გრძელდება
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სატრანსფორმატორო პარკის განახლება გრძელდება. სსე-ის კუთვნილ ქვესადგურში „გლდანი-220“ ექსპლუატაციაში შევიდა 220კვ-იანი 200 მვა ახალი ძალოვანი ავტოტრანსფორმატორი.
ენერგომამარაგების თვალსაზრისით, გლდანის ქვესადგური ერთ–ერთ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ კვანძს წარმოადგენს, მისი საშუალებით ხორციელდება დედაქალაქის უმეტესი ნაწილის ენერგომომარაგება. ამ დრომდე, ქვესადგურში მხოლოდ ერთი ავტოტრანსფორმატორი ფუნქციონირებდა, რაც ექსპლუატაციის თვალსაზრისით, გარკვეული რისკის შემცველი იყო.
ახალი ტრანსფორმატორის ექსპლუატაციაში შესვლით, მნიშვნელოვნად გაიზრდება დედაქალაქის ენერგოქსელის საიმედოობა და მომხმარებლები უზრუნველყოფილნი იქნებიან უწყვეტი, ხარისხიანი და სტაბილური ელექტრომომარაგებით.