2019-06-03
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სატრანსფორმატორო პარკს ახალი სიმძლავრეები შეემატა
მაისის თვეში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სატრანსფორმატორო პარკს ახალი სიმძლავრეები შეემატა. ქვესადგურებში „გორი-220“ და „დიდუბე-220“ ექსპლუატაციაში შევიდა 110კვ-იანი 40 მვა და 80 მვა სიმძლავრის ძალოვანი ტრანსფორმატორები.
შედეგად, მნიშვნელოვნად ამაღლდება დედაქალაქისა და გორის მუნიციპალიტეტის ქსელის საიმედოობა, მომხმარებლები უზრუნველყოფილი იქნებიან უწყვეტი, ხარისხიანი და სტაბილური ელექტრომომარაგებით.