ახალი ამბები

2019-11-25 

უჩა უჩანეიშვილი USAID - ის ენერგეტიკული პროგრამის სამიტზე

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ უჩა უჩანეიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ენერგეტიკული პროგრამის (UEP) მიერ, ცვალებადი განახლებადი ენერგიის წყაროების შესახებ გამართულ სამიტში მიიღო მონაწილეობა. სამიტი სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა. მას სახელისუფლებო და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, ენერგეტიკის სექტორით და განახლებადი ენერგიით დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ. ღონისძიება გახსნა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.

სამიტის მთავარ მიზანს საქართველოში ქარისა და მზის ენერგიის წყაროების პოტენციალისა და შესაძლებლობების დემონსტრირება და იმ მოსაზრებების განხილვა და გაზიარება წარმოადგენდა, რომელიც საქართველოში ქარისა და მზის ენერგიების განვითარებასთან დაკავშირებით არსებობს.

სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ უჩა უჩანეიშვილმა სამიტზე წარადგინა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ხედვა საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების შესახებ, გადამცემი სისტემის ოპერატორის პოზიციიდან. მან ისაუბრა ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევისა და ელექტროენერგიით ვაჭრობის რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე, რაც საჭიროებს ელექტროენერგიის წარმოების ობიექტების, მათ შორის, ქარისა და მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურების აქტიურ მშენებლობას. „სახელმწიფო ელექტროსისტემა, უზრუნველყოფს ქარისა და მზის ელექტროსადგურების გადამცემ ქსელთან დაკავშირებას და გენერაციის ობიექტებიდან სიმძლავრის უსაფრთხოდ გამოტანას, რაც ინვესტორებისთვის, წარმატებული კომერციული საქმიანობის წინაპირობას წარმოადგენს.“ - განაცხადა მან.

uCa-uCaneiSvili-USAID-is-energetikuli-programis-samitze-1-small.jpguCa-uCaneiSvili-USAID-is-energetikuli-programis-samitze-2-small.jpguCa-uCaneiSvili-USAID-is-energetikuli-programis-samitze-3-small.jpguCa-uCaneiSvili-USAID-is-energetikuli-programis-samitze-4-small.jpg

კომუნიკაცია