ახალი ამბები

2020-04-28 

500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „ლია - 1,2“ მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აქტიურ რეჟიმში ახორციელებს 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „ლია -1,2“ სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც სსე-ის კუთვნილ ჯვრის ქვესადგურსა და ელექტროგადამცემ ხაზს „კავკასიონი“ ერთმანეთთან დააკავშირებს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ანძების აწყობის სამუშაოები, რის შემდეგაც დაიწყება სადენებისა და ოპტიკური კაბელების მონტაჟი. პროექტის განხორციელებით, დასავლეთ საქართველოში შეიქმნება მოქნილი და მომგებიანი ენერგოგაცვლის ქსელი, საგრძნობლად გაუმჯობესდება საერთაშორისო და ადგილობრივი მომსახურების ხარისხი და საიმედოობა.

egx-lia-1-2-28-04-20-small.jpg

კომუნიკაცია