ახალი ამბები

2020-02-26 

შეხვედრა განახლებადი ენერგიების ქსელში ინტეგრაციის საკითხებზე

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილი მზის პანელების მწარმოებელი დანიური კომპანიის (Racell) წარმომადგენლებს შეხვდა.

Racell-ის მიერ წარმოდგენილი იქნა ინოვაციური მზის პანელებისა და ენერგოდამზოგი საშენი მასალების ნიმუშები. კომპანიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათ მიერ წარმოებული, წყალზე მოტივტივე მზის ელექტროსადგურების მნიშვნელობაზე, რომელთა მშენებლობისთვის, წყალსაცავების სიმრავლისა და ზედაპირის ფართობის გათვალისწინებით, საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია.

უჩა უჩანეიშვილმა სტუმრებს გააცნო საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის თავისებურებები და შესაძლებლობები, ისაუბრა საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და განახლებადი ენერგიების ქსელთან მიერთების აუცილებლობის საკითხებზე.

Sexvedra-ganaxlebadi-energiebis-qselSi-integraciis-sakiTxebze-1-small.jpgSexvedra-ganaxlebadi-energiebis-qselSi-integraciis-sakiTxebze-2-small.jpgSexvedra-ganaxlebadi-energiebis-qselSi-integraciis-sakiTxebze-3-small.jpgSexvedra-ganaxlebadi-energiebis-qselSi-integraciis-sakiTxebze-4-small.jpg

კომუნიკაცია