ახალი ამბები

2020-08-03 

ეგხ „კოდა 1,2"-ზე აღდგენითი სამუშაოები დასრულდა

16 ივლისს, გამთენიისას, მარნეულის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარისა და სეტყვის გამო, ქვესადგურების „მარნეული 500“-ისა და „ლისი-220“-ის დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის „კოდა-1,2“ საანკერო მილში წაიქცა 5 ცალი რკინა-ბეტონის საყრდენი, დაზიანდა სადენი, გვარლი და ბოჭკოვანი კაბელი, რასაც მოჰყვა 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „კოდა-1,2“-ის ავარიული გამორთვა. „კოდა-1,2“ უზრუნველყოფს დედაქალაქის საიმედო ენერგომომარაგებას, თუმცა ელექტროგადამცემი ხაზის გამორთვას მომხმარებლის შეზღუდვა არ მოჰყოლია.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ საკუთარი ძალებით, უმოკლეს დროში შეძლო სარემონტო სამუშაოების ჩატარება. ორი კვირის განმავლობაში, ავარიის ადგილზე მუშაობდნენ სსე-ის ბრიგადები და დაზიანება სრულად იქნა აღმოფხვრილი.

ამ ეტაპზე, ელექტროგადამცემი ხაზი შეუფერხებლად ფუნქციონირებს.

egx-koda-1-2-ze-aRdgeniTi-samuSaoebi-dasrulda-1-small.jpgegx-koda-1-2-ze-aRdgeniTi-samuSaoebi-dasrulda-2-small.jpgegx-koda-1-2-ze-aRdgeniTi-samuSaoebi-dasrulda-3-small.jpgegx-koda-1-2-ze-aRdgeniTi-samuSaoebi-dasrulda-4-small.jpgegx-koda-1-2-ze-aRdgeniTi-samuSaoebi-dasrulda-5-small.jpg

კომუნიკაცია