ახალი ამბები

2020-03-02 

ელექტროენერგიის აღრიცხვის რეგიონული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს წევრები ვახტანგ ბეგიაშვილი და დავით ვარდიაშვილი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის ენერგოოპერატორის „აზერენერჯის“ სათავო ოფისს ეწვივნენ.

ქართველმა და აზერბაიჯანელმა კოლეგებმა იმსჯელეს სისტემათაშორის ელექტროგადამცემ ხაზებზე ელექტროენერგიის აღრიცხვის საკითხებზე, შეაჯერეს პოზიციები და განიხილეს აღრიცხვის თანამედროვე სისტემების დანეგვის მექანიზმები აზერბაიჯანი-საქართველოს დამაკავშირებელ ელექტროგადამცემ ხაზებზე: „გარდაბანი-330“- და „სამუხ -გარდაბანი-500“.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ელექტროენერგიის აღრიცხვის მრიცხველების სპეციფიკაციები და მრიცხველებიდან ინფორმაციის გადაცემის ის ალტერნატიული და უსაფრთხო გზები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კუთვნილ ალფა ცენტრთან.

eleqtroenergiis-aRricxvis-regionuli-samuSao-jgufis-Sexvedra-1-small.jpgeleqtroenergiis-aRricxvis-regionuli-samuSao-jgufis-Sexvedra-2-small.jpgeleqtroenergiis-aRricxvis-regionuli-samuSao-jgufis-Sexvedra-3-small.jpg

კომუნიკაცია