ახალი ამბები

2020-08-12 

ელექტროენერგიის ბაზრის წესების ახალი რეგულაცია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ და ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლებისთვის საბითუმო ბაზრის წესების ახალი რეგულაცია დაამტკიცა, რომელიც დღით ადრე, დღიური, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესებს მოიცავს. წესები ასევე ეხება ელექტროსადგურების მფლობელებს, ტრეიდერებსა და ელექტროენერგიის მიმწოდებლებს.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ სალიცენზიო პირობების თანახმად, უზრუნველყოფს საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირებას, უბალანსობის საფასურის გაანგარიშებას და განსაზღვრავს ფინანსური გარანტიების ოდენობას. საბალანსო ბაზრის დანერგვის შედეგად, გაიზრდება საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ენერგეტიკული პოტენციალი, გაჩნდება მეზობელ ქვეყნებთან ბაზრის ინტეგრაციისა და ლიკვიდურობის ზრდის ახალი შესაძლებლობები, გაუმჯობესდება საინვესტიციო გარემო, რაც ხელს შეუწყობს მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვას ენერგეტიკის სფეროში.

ახალი რეგულაციით უზრუნველყოფილი იქნება ელექტროენერგეტიკული ბაზრის უსაფრთხო და საიმედო ოპერირება, განისაზღვრება გადამცემი სისტემისა და საბალანსო ბაზრის ოპერატორების ვალდებულებები, დაინერგება ელექტროენერგიით საათობრივი ვაჭრობა, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს ელექტროენერგია საათობრივი ფასის მიხედვით შეისყიდოს.

eleqtroenergiis-bazris-wesebis-axali-regulacia-small.jpg

კომუნიკაცია