2020-02-20
სამუშაო შეხვედრა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტთან დაკავშირებით
საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტთან დაკავშირებული პოზიციების შესაჯერებლად, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაცია რუმინეთის გადამცემი ქსელის ოპერატორ „ტრანსელექტრიკა“-ს ეწვია.
რუმინეთისა და საქართველოს გადამცემი სისტემების ოპერატორების წარმომადგენლებმა განიხილეს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის პერსპექტივები, შეთანხმდნენ მონაცემებზე, რომლებიც აისახება ენერგეტიკული გაერთიანების წინაშე PECI/PMI-ის პროექტების შეფასების პროცესისთვის წარსადგენ სპეციალურ სააპლიკაციო ფორმაში.
ენერგეტიკულ გაერთიანებაში აპლიკაციების მიღება ა.წ.-ის თებერვლის ბოლოს დასრულდება. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ და „ტრანსელექტრიკა“ ერთობლივად წარადგენენ პროექტს, რომლის განხორციელების შემთხვევაში საქართველო ევროპულ ენერგოქსელს წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის საშუალებით დაუკავშირდება.