2020-02-28
ტესტირება SCADA-ს განახლების პროექტის ფარგლებში
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მონაცემთა დისპეტჩერული მართვისა და შეგროვების პროგრამის (SCADA) განახლების პროექტი.
ამ ეტაპზე, კომპანია SIEMENS-ის წარმომადგენლების მიერ ტარდება პროგრამის ადგილობრივი ტესტირებები, რომელშიც სსე-ის თანამშრომლებთან ერთად საკონსულტაციო კომპანია PWC-ის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.
SCADA-ს განახლების პროექტის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვესადგურებიდან შემოსული მონაცემების გაზომვის, მონიტორინგისა და დისტანციური მართვის თვალსაზრისით, რადგან განახლებული პროგრამა უზრუნველყოფს მეტი მოცულობის ინფორმაციის მიმოცვლას და ეფექტურ დისპეტჩირებას. პროექტი „ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი დასრულება 2020 წელს არის დაგეგმილი.