2020-02-11
უჩა უჩანეიშვილი სტუმრად რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ უჩა უჩანეიშვილმა „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ თავმჯდომარესთან ზაზა დვალიშვილთან ერთად, მონაწილეობა მიიღო რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“.
საუბარი შეეხო ენერგეტიკული სექტორის განვითარების საკვანძო მომენტებს, კერძოდ, გადამცემი ქსელის განვითარების აქტუალურ და პრობლემურ საკითხებს, ქვეყნის ენერგეტიკული ბალანსის თავისებურებებსა და ენერგოუსაფრთხოების გამოწვევებს.
უჩა უჩანეიშვილმა ისაუბრა ენერგეტიკის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაზე, განახლებადი ენერგიების ქსელთან მიერთების აუცილებლობის საკითხებზე, ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკული ბაზრის რეფორმაზე, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდება მეტი ინვესტიციის მოზიდვა ენერგეტიკის დარგში, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკული მდგრადობისთვის.