ახალი ამბები

2020-09-14 

უჩა უჩანეიშვილმა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის საკითხებისადმი მიძღვნილ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილი პრეზენტაციით წარსდგა სემეკის მიერ ორგანიზებულ, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის თემაზე გამართულ კონფერენციაზე.

ღონისძიება სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ გახსნა და მას საქართველოში მოქმედი ენერგოკომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენციაზე გაიმართა საბითუმო ბაზრის ოპერატორების, საჯარო მომსახურებების გამწევი ორგანიზაციების, ელექტროენერგიის განაწილების ქსელის ოპერატორებისა და მიმწოდებელი კომპანიების წარდგენა. ენერგოკომპანიების წარმომადგენლებმა განიხილეს ელექტროენერგიის განაწილებასა და მიწოდებაში განსახორციელებელი რეფორმები, საბითუმო ბაზრის წესები და ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები.

ღონისძიების ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ უფროს ინჟინერს მიხეილ რუხვაძეს, ენერგეტიკოსის დღესთან დაკავშირებით, პროფესიული ჯილდო გადაეცა.

uCa-uCaneiSvilma-eleqtroenergetikuli-bazris-liberalizaciis-sakiTxebisadmi-miZRvnil-SexvedraSi-miRo-monawileoba-1-small.jpguCa-uCaneiSvilma-eleqtroenergetikuli-bazris-liberalizaciis-sakiTxebisadmi-miZRvnil-SexvedraSi-miRo-monawileoba-3-small.jpguCa-uCaneiSvilma-eleqtroenergetikuli-bazris-liberalizaciis-sakiTxebisadmi-miZRvnil-SexvedraSi-miRo-monawileoba-2-small.jpguCa-uCaneiSvilma-eleqtroenergetikuli-bazris-liberalizaciis-sakiTxebisadmi-miZRvnil-SexvedraSi-miRo-monawileoba-4-small.jpg

კომუნიკაცია