ახალი ამბები

2021-01-01 

ახალი 2021 წელი ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ უჩა უჩანეიშვილმა სსე-ის ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის დისპეტჩერებს 2021 წლის დადგომა მიულოცეს.

„პანდემიიდან გამომდინარე, მთელი ქვეყანა და მათ შორის „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაც“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ამ პერიოდის განმავლობაში, კომპანიის პრიორიტეტი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მდგრადობის უზრუნველყოფა გახლდათ, რაც მეტწილად ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის დისპეტჩერების თავდაუზოგავი შრომით იყო განპირობებული, რომლებმაც თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთეს ენერგეტიკული სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის“, - განაცხადა უჩა უჩანეიშვილმა.

ნათია თურნავამ და დავით თვალაბეიშვილმა დისპეტჩერებს მადლობა გადაუხადეს პროფესიონალიზმის, დაუღალავი შრომისა და კოორდინირებული მუშაობისთვის და ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის სამსახურში დიდხანს ყოფნა უსურვეს.

axali-2021-weli-erovnul-sadispetCero-centrSi-1-small.jpgaxali-2021-weli-erovnul-sadispetCero-centrSi-2-small.jpgaxali-2021-weli-erovnul-sadispetCero-centrSi-3-small.jpgaxali-2021-weli-erovnul-sadispetCero-centrSi-4-small.jpg

კომუნიკაცია