2021-05-25
ბელარუსი კოლეგების ვიზიტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში ბელარუსის ელექტროენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოო გაერთიანების „ბელენერგო“-ს წარმომადგენლებისა და სსე-ის მენეჯმენტის ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და იმსჯელეს, როგორც მიმდინარე პროექტებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. სსე-ის გენერალურმა დირექტორმა უჩა უჩანეიშვილმა ბელარუს კოლეგებს კომპანიაში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული პროექტები გააცნო, ისაუბრა ენერგეტიკული ბაზრის რეფორმაზე, რომელმაც მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის კონკურენტუნარიანობა.
შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებისა და ექსპლუატაციის ტექნიკური თავისებურებები, დაისახა მხარეთა ურთიერთთანამშრომლობის ღონისძიებები, როგორც გამოცდილების გაცვლის, ასევე ერთობლივი პროექტების განხორციელების თვალსაზრისით.