ახალი ამბები

2021-05-31 

ელექტროენერგიის ბაზრის მართვასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში ელექტროენერგიის ბაზრის ახალ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სსე-ის დირექტორატისა და ელექტროენერგიის ბაზარზე გამოსასვლელი და ბაზარზე არსებული კომპანიების წარმომადგენლების გარდა, ესწრებოდნენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია, „ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი“-ს გენერალური დირექტორი ზაზა დვალიშვილი და „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ ხელმძღვანელი ირინა მილორავა.

შეხვედრის მიზანს ელექტროენერგიის ბაზრის ახალ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებული მოსამზადებელი ღონისძიებებისა და კონკრეტული ქმედებების განხილვა წარმოადგენდა. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ახალი საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებსა და სამომავლო სტრატეგიულ ნაბიჯებზე. ელექტროენერგიის აღრიცხვის საკითხებში სსე-ის დირექტორმა ვახტანგ ბეგიაშვილმა ელექტროენერგიის ბაზარზე გამომსვლელი კომპანიების წარმომადგენლებს განუმარტა ბაზრის ახალი მოდელის პირობებში, აღრიცხვის კვანძების საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილების შესაბამისად მოწყობის საკითხი.

ენერგოსექტორში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ უნდა უზრუნველყოს საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირება, რაც ევროკავშირის სტანდარტების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით, ღია კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბებას, მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნას და მომხმარებლისათვის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას გულისხმობს.

eleqtroenergiis-bazris-marTvasTan-dakavSirebuli-samuSao-Sexvedra-1-small.jpgeleqtroenergiis-bazris-marTvasTan-dakavSirebuli-samuSao-Sexvedra-2-small.jpgeleqtroenergiis-bazris-marTvasTan-dakavSirebuli-samuSao-Sexvedra-3-small.jpgeleqtroenergiis-bazris-marTvasTan-dakavSirebuli-samuSao-Sexvedra-4-small.jpgeleqtroenergiis-bazris-marTvasTan-dakavSirebuli-samuSao-Sexvedra-5-small.jpg

კომუნიკაცია