2021-09-10
ენერგეტიკოსის დღე
10 სექტემბერს, სსე-ის სათავო ოფისში ენერგეტიკოსთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ხელმძღვანელმა უჩა უჩანეიშვილმა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის" თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს დამსახურებული ენერგეტიკოსები.
საქართველოს ელექტროენერგეტიკის დამსახურებული მუშაკის წოდება მიენიჭათ სსე-ის თანამშრომლებს: თემურ მეტრეველს, ტარიელ ჩინჩალაძეს და სულიკო ჟორდანიას. ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და დარგობრივი პროფკავშირის ერთობლივი საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ: ბელა რეხვიაშვილი, ენრიკო ქორქია და დავით ლომიძე.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ულოცავს ყველა ენერგეტიკოსს პროფესიულ დღეს და უსურვებს ბედნიერებას, ჯანმრთელობას და წარმატებებს!