ახალი ამბები

2021-04-17 

„ენგურჰესზე“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი და საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი „ენგურჰესი“-ს რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ. დაათვალიერეს თაღოვანი კაშხალი, სადერივაციო გვირაბი, მთავარი გამყვანი არხი, ელექტრომექანიკური და ჰიდრომექანიკური მოწყობილობები, რომლებზეც სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილმა მწარმოებელმა „ენგურჰესმა" სადერივაციო გვირაბში დაგეგმილი გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 იანვარს, 3 თვით შეწყვიტა მუშაობა. „ენგურჰესი" მაისში სრული სიმძლავრით ამუშავდება, რის შედეგადაც წელიწადში დამატებით 120 მლნ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს. სამუშაოები 10-12 წელიწადში ერთხელ ხორციელდება და დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის სტაბილური და საიმედო ენერგომომარაგებისთვის.

engurhesze-mimdinare-sareabilitacio-samuSaoebi-1-small.jpgengurhesze-mimdinare-sareabilitacio-samuSaoebi-2-small.jpgengurhesze-mimdinare-sareabilitacio-samuSaoebi-3-small.jpg

კომუნიკაცია