ახალი ამბები

2021-05-28 

რეფორმა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ პირველი სახელმწიფო საწარმოა, რომელიც რეფორმირებას დაექვემდებარა, და სადაც, კორპორაციული მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კორპორატიზაციის პროცესი დაიწყო.

პირველი ნაბიჯი, რაც ამ მიმართულებით გადაიდგა, სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შერჩევა იყო. კონკურსში მონაწილეობდა 174 კანდიდატი, საიდანაც შეირჩა სამეთვალყურეო საბჭოს 5 წევრი: ლეონტინა გალდავა, იორგ მათიესი, ზურაბ ბექაია, თეონა მაკალათია და ეკატერინა შავგულიძე, რომელთა საქმიანობის ვადად სამი წელი განისაზღვრა. სამეთვალყურეო საბჭო არააღმასრულებელი წევრებით დაკომპლექტდა, რაც პროცესის გამჭვირვალობასა და მიუკერძოებლობაზე მიუთითებს.

უახლოეს მომავალში, სსე-ში შეიქმნება ანაზღაურების, აუდიტის, დანიშვნების, ინვესტიციებისა და რისკების კომიტეტები, რომლებიც საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებების შესაბამისად იმუშავებენ. სამეთვალყურეო საბჭო ასევე დაამტკიცებს სხვადასხვა პოლიტიკებსა და განახლებულ ეთიკის კოდექსს, რაც კომპანიის შემდგომი განვითარების წინაპირობას წარმოადგენს.

რეფორმის მთავარი ამოცანაა ძლიერი და დამოუკიდებელი მართვის სისტემის შექმნა, რათა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ სახელმწიფოს დახმარების გარეშე შეძლოს ფინანსური რესურსის მოზიდვა, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ საფინანსო ბაზრებზე.

logo GEO-small.jpg

კომუნიკაცია