2021-03-24
სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულთათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა.
მიუხედავად ეპიდემიოლოგიური ვითარებისა, ერთი წლის განმავლობაში კომპანიის სასწავლო ცენტრში აქტიურად მიმდინარეობდა თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები. პანდემიის დასაწყისშივე, სასწავლო ცენტრი დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა და სტაჟირებაზე მყოფმა ახალგაზრდებმა სასწავლო წელი ონლაინ სწავლების საშუალებით დაასრულეს, თუმცა საბოლოო გამოცდა-გასაუბრება რეალურ გარემოში, ყველა რეგულაციის დაცვით ჩაუტარდათ.წლის განმავლობაში სწავლება-გადამზადებას გადიოდა 14 სტუდენტი. სასწავლო აკადემიური წლის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ კომპანიის ხელმძღვანელობისგან მიიღო დასაქმების შემოთავაზება და და ისინი საქმიანობას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში გააგრძელებენ.კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“გენერალურმა დირექტორმა უჩა უჩანეიშვილმა გადასცა.