ახალი ამბები

2021-05-04 

სატრანსფორმატორო პარკის განახლება

სატრანსფორმატორო პარკის განახლების პროექტის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კუთვნილ ქვესადგურებში „გარდაბანი-500“ და „ზესტაფონი-500“ ახალი, 500 კვ-იანი ავტოტრანსფორმატორები დამონტაჟდა.

ამ დრომდე, ქვესადგურებში მოძველებული მოწყობილობები ფუნქციონირებდა, რომლებსაც საექსპლუატაციო ვადად განსაზღვრული 30 წელი ამოწურული ჰქონდათ. იმის გათვალისწინებით, რომ 500 კვ-იან სასისტემო მნიშვნელობის ავტოტრანსფორმატორებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ ენერგოსისტემის მდგრადობისა და საიმედოობის თვალსაზრისით, აუცილებელი გახდა, მათი ახალი მოწყობილობებით ჩანაცვლება. ქვესადგურში „ზესტაფონი-500“ შეიცვალა 2 ცალი 167 მვა სიმძლავრის ავტოტრანსფორმატორი, ხოლო ქვესადგურში „გარდაბანი-500“ დამონტაჟდა 267 მვა ავტოტრანსფორმატორი, რომელსაც “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” კუთვნილ ქვესადგურებში განთავსებულ ავტოტრანსფორმატორებს შორის ყველაზე დიდი სიმძლავრე გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები პანდემიის პირობებში მიმდინარეობდა, ტრანსფორმატორების მონტაჟი უმოკლეს ვადაში, 4 თვეში, დასრულდა.

ახალი ავტოტრანსფორმატორების ექსპლუატაციაში შესვლის შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზრდება, როგორც რეგიონების, ასევე მთლიანად ქვეყნის ენერგოსისტემის საიმედოობა და სტაბილურობა, მომხმარებლები უზრუნველყოფილნი იქნებიან უწყვეტი და სტაბილური ელექტრომომარაგებით.

satransformatoro-parkis-ganaxleb-1-small.jpgsatransformatoro-parkis-ganaxleb-2-small.jpgsatransformatoro-parkis-ganaxleb-3-small.jpgsatransformatoro-parkis-ganaxleb-4-small.jpgsatransformatoro-parkis-ganaxleb-5-small.jpgsatransformatoro-parkis-ganaxleb-6-small.jpg

კომუნიკაცია