ახალი ამბები

2021-01-27 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" თანამშრომლები CIGRE-ს საერთაშორისო სემინარზე

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" თანამშრომლებმა, რომის ლა საპიენზას უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ, ელექტრული სისტემების საერთაშორისო საბჭოს (CIGRE) სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული გაერთიანების (SEERC) სემინარში მიიღეს მონაწილეობა. სემინარი ვირტუალურ ფორმატში მიმდინარეობდა და მის მთავარ თემას წარმოადგენდა „ელექტრული ქსელების მედეგობა: თანამედროვე საუკეთესო მიდგომები და ოპერატიული ასპექტები".

სემინარზე CIGRE-საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი ამუზაშვილმა და სსე-ის სტრატეგიული დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ კოხტაშვილმა წარადგინეს მოხსენება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" უსაფრთხოების ანალიზის მოდული"-ს შესახებ.

2018 წლიდან „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" CIGRE -ს ოფიციალური წევრია, რაც მკვლევართა ჯგუფებში ქართველი ინჟინრებისა და ექსპერტების მონაწილეობას გულისხმობს. იმავე წელს, სსე-ის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, საქართველოში CIGRE - საქართველოს ეროვნული კომიტეტი ჩამოყალიბდა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ტექნიკური ცოდნისა და მონაცემების გაზიარებას ელექტროენერგეტიკის წარმოების, გადაცემისა და განაწილების სფეროში.

sse-is-TanamSromlebi-CIGRE-s-saerTaSoriso-seminarze-small.jpg

კომუნიკაცია