ახალი ამბები

2022-05-06 

Elering-ის წარმომადგენლის ვიზიტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში

საბალანსო ბაზრის მართვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს ესტონეთის გადამცემი სისტემის ოპერატორის (Elering) წარმომადგენელი მარიე კალმეტი ესტუმრა.

სამუშაო შეხვედრაზე ქართველმა და ესტონელმა კოლეგებმა იმსჯელეს საქართველოსა და ესტონეთის ელექტროგადამცემი ქსელების ამჟამინდელ მდგომარეობაზე, ახალი საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე, მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო სტრატეგიულ ნაბიჯებზე.

მარიე კალმეტმა სსე-ის თანამშრომლებს გაუზიარა ესტონეთის გადამცემი სისტემის ოპერატორის გამოცდილება ელექტროენერგეტიკული ბაზრის ფუნქციონირების შესახებ. საუბარი შეეხო ცვლადი გენერაციის წყაროების ქსელში ინტეგრირების, დისპეტჩერული მართვისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ელექტროენერგეტიკული ბაზრის განვითარების სპეციფიკურ საკითხებს.

ორგანიზებული ბაზარი საქართველოში მალე ამოქმედდება და კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბებას, მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნას და მომხმარებლისათვის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას გულისხმობს. ენერგოსექტორში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირებას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ უზრუნველყოფს.

Elering-is-warmomadgenlis-viziti-sse-Si-2-small.jpgElering-is-warmomadgenlis-viziti-sse-Si-1-small.jpgElering-is-warmomadgenlis-viziti-sse-Si-3-small.jpg

კომუნიკაცია