ახალი ამბები

2022-09-27 

KfW-ს განვითარების ბანკის წარმომადგენლების ვიზიტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ KfW-ს განვითარების ბანკის ენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამის მენეჯერი რობერტ როსნერი, KfW-ს თბილისის ოფისის წარმომადგენლები და ტექნიკური, სოციალური და გარემოს დაცვის სპეციალისტები ესტუმრნენ.

ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა სამუშაო შეხვედრების გამართვა „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტის“ და „გადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამაII-ის“ ფარგლებში. შეხვედრებზე განიხილეს KfW-ს განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების დეტალები.

ვიზიტის ფარგლებში, KfW-ს წარმომადგენლები შეხვდნენ სსე-ის გენერალურ დირექტორს გიორგი გიგინეიშვილს და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს. ყურადღება გამახვილდა სოციალური და გარემოსდაცვითი მოწინავე სტანდარტების დანერგვის კუთხით სსე-ის მხადაჭერაზე. სტუმრებმა ასევე მოინახულეს ელექტროგადამცემი ხაზი „ქსანი-სტეფანწმინდა“ და ადგილზე გაეცნენ ხაზის ფუნქციონირებას.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით და KfW-ს მეშვეობით მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებს ახორციელებს. დაგეგმილია გადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობა/გაფართოების მასშტაბური პროექტები, რაც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, განავითაროს სტაბილური, საიმედო ელექტროგადამცემი სისტემა და უზრუნველყოს დიდი მოცულობით ელექტროენერგიის გადადინება.

KfW-s-ganviTarebis-bankis-warmomadgenlebis-viziti-sse-Si-1-small.jpgKfW-s-ganviTarebis-bankis-warmomadgenlebis-viziti-sse-Si-4-small.jpgKfW-s-ganviTarebis-bankis-warmomadgenlebis-viziti-sse-Si-2-small.jpgKfW-s-ganviTarebis-bankis-warmomadgenlebis-viziti-sse-Si-5-small.jpgKfW-s-ganviTarebis-bankis-warmomadgenlebis-viziti-sse-Si-9-small.jpgKfW-s-ganviTarebis-bankis-warmomadgenlebis-viziti-sse-Si-6-small.jpgKfW-s-ganviTarebis-bankis-warmomadgenlebis-viziti-sse-Si-8-small.jpgKfW-s-ganviTarebis-bankis-warmomadgenlebis-viziti-sse-Si-7-small.jpg

კომუნიკაცია