ახალი ამბები

2022-08-09 

„აზერენერჯის“ ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკული სისტემის ოპერატორის „აზერენერჯი“ ვიცე-პრეზიდენტს ვუგარ შაჰმურადოვს შეხვდა. სამუშაო შეხვედრა სსე-ის სათავო ოფისში გაიმართა.

ქართველმა და აზერბაიჯანელმა კოლეგებმა იმსჯელეს ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების გრძელვადიანი გეგმების, მათ შორის, აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ქსელის ინფრასტრუქტურის გაძლიერების თაობაზე. შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი ორჯაჭვა 330 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „გარდაბანი - აღსტაფა“-ს მშენებლობის დასრულების მნიშვნელობას, რომლის მეშვეობითაც, კიდევ უფრო გაძლიერდება ორ ქვეყანას შორის ელექტროენერგეტიკული კავშირი. ასევე, საუბარი შეეხო „საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს“, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან კავშირს ითვალისწინებს.

აზერბაიჯანი ენერგეტიკის დარგში საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის.

azerenerjis-vice-prezidentis-viziti-sseSi-1-small.jpgazerenerjis-vice-prezidentis-viziti-sseSi-2-small.jpgazerenerjis-vice-prezidentis-viziti-sseSi-3-small.jpgazerenerjis-vice-prezidentis-viziti-sseSi-4-small.jpg

კომუნიკაცია