ახალი ამბები

2022-08-30 

ეგხ „ალავერდის“ რეკონსტრუქცია-გაორჯაჭვიანების პროექტი სრულდება

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ გარდაბნის მუნიციპალიტეტში სომხეთთან დამაკავშირებელი 220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის „ალავერდი“ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ასრულებს.

ტრანსსასაზღვრო ელექტროგადამცემი ხაზის „ალავერდი“ რეკონსტრუქცია 2017 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტი ითვალისწინებდა: 220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის „ალავერდი“ რეკონსტრუქცია - გაორჯაჭვიანებას; ქვესადგურში „გარდაბანი 500“ 220 კვ. ფრთის რეკონსტრუქციას და 220 კვ. უჯრედების მოწყობას ქ/ს „გარდაბნის თბოსადგური 2”-ში და ქვესადგურში „მარნეული 500“.

ამჟამად მიმდინარეობს პროექტის ბოლო, მესამე ეტაპის სამუშაოები, რომელიც მოიცავს ელექტროგადამცემი ხაზის „ალავერდი 3“ სრულ რეაბილიტაციას. დამონტაჟდა 6 ახალი საყრდენი და შეიცვალა დაახლოებით 23 კმ. სიგრძის სადენი. სამუშაოების დასრულების შემდეგ, გარდაბნის თბოსადგურის მიერ გამომუშავებული სიმძლავრე გადანაწილებული იქნება 500 კვ. ქვესადგურებში „მარნეული“ და „გარდაბანი“.

სამუშაოები სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.

პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველოსა და სომხეთს შორის გაძლიერდება ენერგეტიკული თანამშრომლობა, შესაძლებელი გახდება დიდი მოცულობით ელექტროენერგიის გადადინება ექსპორტ-იმპორტისა და ტრანზიტის უზრუნველსაყოფად.

alaverdi11.jpgalaverdi22.jpgalaverdi33.jpg

კომუნიკაცია