2022-11-14
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრს სტუდენტების ახალი ნაკადი ჰყავს
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრში ახალგაზრდა ინჟინერთა სწავლება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსს კიდევ ერთი ახალი ნაკადი გაივლის.
სტუდენტებს პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობები ხუთი თვის განმავლობაში ჩაუტარდებათ. სწავლა ორ სემესტრიანია, თითოეული სემესტრი მოიცავს 10 კვირას და როგორც შუალედურ, ასევე დასკვნით გამოცდებს. სტაჟირებას სულ 21 ახალგაზრდა გაივლის, წარმატებული კურსდამთავრებულები კი სსე-ის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში დასაქმდებიან.
პროგრამა, რომელსაც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 2005 წლიდან ახორციელებს, საშუალებას აძლევს მომავალ ენერგეტიკოსებს, ყოველგვარი ფინანსური სარგებელის გარეშე აიმაღლონ კვალიფიკაცია და ერთ-ერთ მოწინავე ენერგეტიკულ კომპანიაში დასაქმდნენ. ამ პერიოდის განმავლობაში, სწავლება-გადამზადების კურსი 270 სტუდენტმა გაიარა, საიდანაც 80%-ზე მეტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომელია.