2022-03-30
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სტაჟიანი თანამშრომლების დაჯილდოება
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა, კომპანიაში და ენერგეტიკის დარგში მუშაობის მრავალწლიანი სტაჟის მქონე 18 თანამშრომელი დააჯილდოვა.
„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ მრავალწლიანი შრომისთვის და პროფესიონალიზმისთვის, რომლითაც ათეული წლების განმავლობაში ემსახურეთ ჩვენს კომპანიას და ქართულ ენერგეტიკას. თქვენ ხართ პროფესიონალიზმის მაგალითი ახალი თაობებისთვის“, - განაცხადა გიორგი გიგინეიშვილმა.„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მუდმივად ზრუნავს თანამშრომლებზე. ცდილობს, შეუქმნას კომფორტული სამუშაო გარემო და დააფასოს მათი პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია.