2022-09-12
ენერგეტიკოსთა პროფესიული დღე
ენერგეტიკოსთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება „გარდაბნის თბოსადგური-2”-ის ტერიტორიაზე გაიმართა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა, მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ხელმძღვანელმა გიორგი გიგინეიშვილმა და სხვა ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელებმა ქართველ ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცეს და საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს.
ენერგეტიკის დარგში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომლები: თენგიზ დადიანი, დავით ქურციკიძე, გიორგი ქებაძე, მამუკა შონია, ზურაბ ნოზაძე, ბეჟან ყვირალაშვილი, გურამ ლუაშვილი და ნიაზ კუპრავა.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ულოცავს ყველა ენერგეტიკოსს პროფესიულ დღეს და უსურვებს ბედნიერებას, ჯანმრთელობას და წარმატებებს!