ახალი ამბები

2022-06-14 

ენერგეტიკული კონფერენცია

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი ენერგეტიკულ კონფერენციას „ინვესტიციები და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზები ენერგეტიკაში“ დაესწრო.

კონფერენცია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია და ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების, ენერგეტიკული თანამეგობრობის და დონორი კომპანიების წარმომადგენლები.

შეხვედრებზე განიხილეს ენერგეტიკის სექტორში არსებული გამოწვევები. იმსჯელეს რეგიონში არსებული ენერგეტიკული უსაფრთხოების, საინვესტიციო პოლიტიკის, განახლებადი ენერგიების, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციისა და ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

energetikuli-konferencia-1-small.jpgenergetikuli-konferencia-2-small.jpg

კომუნიკაცია