ახალი ამბები

2022-10-27 

კონფერენცია განახლებადი ენერგიების შესახებ

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი განახლებადი ენერგიების საინვესტიციო სამდღიან კონფერენციას დაესწრო. კონფერენცია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) პროექტის – ევროკავშირი ენერგეტიკისთვის (EU4Energy) და ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) ორგანიზებით ჩატარდა.
კონფერენციის თემას განახლებად ენერგიებში ინვესტიციების გაზრდის გზით სუფთა ენერგიაზე გადასვლის პროცესის დაჩქარება წარმოადგენდა. გაიმართა დისკუსიები, მონაწილეებმა იმსჯელეს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ენერგიის მნიშვნელობაზე ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, გაეცნენ საინვესტიციო კლიმატს სხვადასხვა ქვეყანაში, განიხილეს განახლებადი ენერგიების ინვესტიციების მიმართულებით საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს საკითხები და პოტენციური საინვესტიციო პროექტები.
ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონალური ასოციაცია (ERRA) არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელშიც გაერთიანებულნი არიან სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებელი კომისიები. ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაა.

ERRA1.jpgERRA4.jpgERRA2.jpgERRA3.jpg

კომუნიკაცია